F O R T U N A  F M  1 0 6 . 9
 
ENG   GEO
 

ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვრ


1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30



 
სექტემბერი 2010
ვალუტა
6 | სექტემბერი | 2010   
USD 1.8419
EUR 2.3654
RUB 6.0012
ამინდი
 
დღე
ღამე
Tbilisi  14  5
Kutaisi  15  8
Batumi  17  9
სრული სია...
ისტორია

"რადიო საქართველო" ქვეყნის ყველაზე მსხვილი კერძო რადიოსამაუწყებლო კომპანიაა. ამ კომპანიას ეკუთვნის უაღრესად პოპულარული მუსიკალურ-საინფორმაციო რადიოსადგურები "ფორტუნა,"  "ფორტუნა პლიუსი" და “არ დაიდარდო.”


"ფორტუნა"
- 106,9 FM

რადიოსადგურის ფორმატია "ოქროს ჰიტი". აქ შეკრებილია 1960-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ყველაზე პოპულარული ქართული და უცხოური სიმღერები. მისი პროგრამები გათვლილია რადიომსმენელთა ყველაზე ფართო სპექტრზე. რადიო "ფორტუნა"-ს დევიზია: “საუკეთესო მუსიკის ტალღა და უახლესი ინფორმაცია ".

1. მაუწყებლობის საერთო მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში:  24 საათი
2. მაუწყებლობის ენა: ქართული
3. რადიოსადგურის თემატური მიმართულება: მუსიკალურ-საინფორმაციო
4. რადიოსადგურის მუსიკალური მიმართულება: ყველა დროის ქართული და უცხოური მუსიკა


"ფორტუნა პლიუსი"
  (103,4 FM) - EHR-ისა და "Dance"-ის ფორმატების თავისებურ სინთეზს წარმოადგენს, რაც ამ რადიოსადგურს ორიგინალურობას ანიჭებს. "ფორტუნა პლიუსი"-ს მუსიკალური რეპერტუარი გათვლილია ახალგაზრდობასა და მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელთაც უყვართ თანამედროვე საცეკვაო რიტმები. რადიოსადგურის დევიზია: "ენერგია, რიტმი და განწყობილება".


“არ დაიდარდო”
 
(96,7 FM) - გაიხსნა 2004 წლის 1 ივნისს.

რადიო “არ დაიდარდო ”-მ  პირველმა შესთავაზა მსმენელს ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკა 24 საათის განმავლობაში. “არ დაიდარდოს” ეთერში ჟღერს რეტროდან დაწყებული უახლესი მუსიკალური მიმდინარეობებით დამთავრებული ყველა ქართული პოპულარული მელოდია.


სამი რადიოს (“ფორტუნა”, “ფორტუნა პლიუსი” და “არ დაიდარდო”) სამმა განსხვავებულმა ფორმატმა საშუალება მისცა “რადიო საქართველოს” მოეცვა ფართო ასაკობრივი სპექტრი.
"რადიო საქართველო" აქტიურად ურთიერთობს საზოგადოებასთან, რის გამოც მოსახლეობა კეთილგანწყობილია რადიოსადგურების მიმართ. კომპანია სისტემატურად აწყობს ფესტივალებს, ატარებს კონცერტებსა და დისკოთეკებს. ის აგრეთვე არის სხვადასხვა სახის აქციების ორგანიზატორი არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სადაც გასართობ ღონისძიებებს უამრავი, აქტიურ ცხოვრებას მოწყურებული ადამიანი ესწრება.
გარდა ამისა, "რადიო საქართველო" არის სხვადასხვა საესტრადო, კულტურული, თეატრალური და სპორტული ღონისძიებების საინფორმაციო მხარდამჭერი.

"რადიო საქართველო"-ს წილად მოდის საქართველოს მთელი რადიოსარეკლამო ბაზრის 80%-ზე მეტი, რადგან რადიოსადგურები  "ფორტუნა", "ფორტუნა პლიუსი" და “არ დაიდარდო” გამოირჩევიან:

• საქართველოს რადიომსმენელთა ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი რეიტინგით;
• მაუწყებლობის გავრცელების ზონით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (კოსმოსური თანამგზავრის საშუალებით);
• საავტორო პროგრამების მრავალფეროვნებით;
• შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმით;
• საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი სააგენტოების მეშვეობით ინფორმაციების ოპერატიული მიღებით და მათი ეთერში გადაცემის ორიგინალური მეთოდით;
• უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ხმისჩამწერ სტუდიაში დამზადებული სარეკლამო პროდუქციის უმაღლესი ხარისხით.

 






Created by Pro-Service
Copyright © 2005 Fortuna. All rights reserved.