1. The Smiths
Some girls are bigger then others
2. King of convenience
Cayman island
3. Editors
You do not no what love is
4. The Doors
People are strange
5. Bay city rollers
Bye bye baby
Anna Calvi
I will be your man

დაიბადა თბილისში, 1988 წლის 12 ოქტომბერს რადიო ფორტუნას ეთერში სანდრო 2009 წლიდან გამოჩნდა,

ჯერ როგორც რუბრიკა "ფრაზების" "ხმა", შემდეგ როგორც გადაცემა "ბონ ვოიაჟის" წამყვანი და 2011 წლის ნოემბრიდან როგორც RJ. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი,ჯერ ბაკალავრიატი - დრამისა და კინოს მსახიობის, შემდეგ კი - მაგისტრატურა - კინოდრამატურგის სპეციალობებით. და კიდევ ბევრ სფეროში სცადა ბედი...

აქედან:

პოეტი - პოეტური ჯგუფის "ვარდისფერი ავტობუსის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი. გამოცემული აქვს ჯგუფური კრებული "ვარდისფერი" და პერსონალური კრებული "ლურჯი". მისი ლექსები ხშირად იბეჭდება სხვადასხვა პერიოდულ ამოცემებშიც. დრამატურგი - მისი პიესები "ანამ დახურა ფანჯრები" და "თევზის იავნანა" დაიდგა სამეფო უბნის თეატრის თეატრალურ ფესტივალზე "არდიფესტი" – 2010 და 2011 წლებში. აქვს დაწერილი რამდენიმე კინოსცენარი და აგრძელებს მათ წერას.
მსახიობი - ნათამაშები აქვს 10-მდე სპექტაკლში სხვადასხვა თეატრებში: მარჯანიშვილის,ახმეტელის, თავისუფალ, ათონელის და სამეფო უბნის. შესრულებული აქვს როლები ფილმებში, ტელესერიალებსა და სხვადასხვა ვიდეორგოლებში.ინტელექტუალი - 2002 წლიდან არის საქართველოს "ინტელექტკლუბის" წევრი და ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი თამაშში "რა? სად? როდის?". ჟურნალისტი - 2011 წლიდან არის ჟურნალ "დრო მშვიდობისას" მთავარი რედაქტორი.უყვარს: მუსიკა - თრიფ-ჰოპი, როკი, ჯაზი, ბლუზი და ყველაფერი ორიგინალური.ლიტერატურა - უფრო მეტად სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი. კინო - განსაკუთრებით დრამა და უფრო განსაკუთრებით ანდრეი ტარკოვსკის ფილმოგრაფია. სპორტი, მითუმეტეს ფეხბურთი - გულშემატკივრობს "მანჩესტერ იუნაიტედს" და ბოლო და ყველაზე მთავარი - გიჟდება შოკოლადზე - ყველანაირზე - ყველგან - ყოველთვის.

საყვარელი შემსრულებელი

Muse
Ruled By Secrecy
Cumberland London
მუსიკა / ოქროს ჰიტები: საუკეთესო 60-ანებიდან, საუკეთესო 70-ანებიდან, საუკეთესო 80-ანებიდან, საუკეთესო 90-ანებიდან, ფლეილისტი განწყობისთვის
გადაცემები: არტ fm, წარმატების ფორმულა, სტილი, პოპულარულები და ცნობილები, ბიზნეს ნიუსი, მაღალი მსოფლიო.
ახლა ეთერშია:
გვიპოვე:
Facebook Twitter Vimeo Google+