1. The Smiths
Some girls are bigger then others
2. King of convenience
Cayman island
3. Editors
You do not no what love is
4. The Doors
People are strange
5. Bay city rollers
Bye bye baby
Anna Calvi
I will be your man

დავიბადე 1978 წლის 29 ივლისს, ხოლო მეორედ დავიბადე მაშინ, როდესაც მოვუსმინე ჯგუფ The Smiths.

საშუალო და უმარლესი განათლება მიღებული მაქვს შესაბამის დაწესებულებებში. :)
რაც ყველაზე ძალიან მიყვარს არის მუსიკა და ეჭვი მაქვს, რომ მუსიკასაც ვუყვარვარ. ჩემს ცხოვრებაში იყო და არის ორი ჯგუფი: Jazz Or Cat-ი იყო, ხოლო Ketrine & Me ეხლა არის. მიმიღია სხვადასხვა ფესტივალებზე მონაწილეობა...

ყველაზე მეტად ვისთანაც მომწონდა მუსიკალური თანამშრომლობა, ეს იყო სოფო ასლანიშვილი, რომელთან ერთადაც ყველა ქართველი მამაკაცისათვის სანატრელ ქვეყანაში - უკრაინაში მქონდა ტური. :) რა მიყვარს: გიტარაზე და ბას გიტარაზე დაკვრა, სიმღერების წერა, ველოსიპედის ტარება, თუმცა, როგორც ჩანს არც ისე კარგად ვმართავ, რადგან ხშირად ვიმტვრევი ხოლმე. ასევე, ყვინთვა პირდაპირი და არა პირდაპიირი გაგებით. :) რაც შეეხება რადიოს, ფორტუნაში ვმუშაობ უკვე მრავალი წელია, ზუსტი ციფრის დასახელება მიჭირს. :) ერთი წლის მანძილზე მიმყავდა გადაცემა ეკა ამირეჯიბთან ერთად, რომელსაც "ფუტურამა" ერქვა. "ფუტურამა" რა თქმა უნდა მუსიკალური გადაცემა იყო, სადაც საინტერესო სტუმრები მოდიოდნენ, (სოფო ასლანიშვილი, ჯგუფი String, Zhora, - დავით ჟორჟოლიანი, ჯგუფი Sanda და კიდევ აღარ მახსოვს), რომლებიც სიმღეერებს ცოცხლადაც ასრულებდნენ და რა თქმა უნდა ეს არ იყო პაპსა. :) ჩემი საყვარელი ჯგუფები არიან:

The Smiths, Depeche mode, Placebo, The Cure, Radiohead, Underworld, MGMT, Moloko....

მოკლედ, ასეა თუ ისე, უსმინეთ რადიო ფორტუნას და თუ სადმე ველოსიპედით დამინახავთ ქუჩაში, მაინც მომერიდეთ. :)

საყვარელი შემსრულებელი

Anna Calvi
I will be your man
Cumberland London
მუსიკა / ოქროს ჰიტები: საუკეთესო 60-ანებიდან, საუკეთესო 70-ანებიდან, საუკეთესო 80-ანებიდან, საუკეთესო 90-ანებიდან, ფლეილისტი განწყობისთვის
გადაცემები: არტ fm, წარმატების ფორმულა, სტილი, პოპულარულები და ცნობილები, ბიზნეს ნიუსი, მაღალი მსოფლიო.
ახლა ეთერშია:
გვიპოვე:
Facebook Twitter Vimeo Google+