1. The Smiths
Some girls are bigger then others
2. King of convenience
Cayman island
3. Editors
You do not no what love is
4. The Doors
People are strange
5. Bay city rollers
Bye bye baby
Anna Calvi
I will be your man

ჩემი ცხოვრება რადიოს სრულიად შემთხვევით დავუკავშირე, როდესაც ვაკანსიის შესახებ მოვისმინე რადიო რგოლში.

ის, რომ ყოველთვის ჯობს სცადო, ვიდრე რაღაცაზე სინანულს გადააყოლო შემდეგ არაერთი წელი, ჩემმა პირადმა გამოცდილებამაც მაჩვენა. ასე ვცადე და აგერ უკვე მეხუთე წელია, რადიო ფორტუნას მუსიკალური წამყვანი ვარ. ხანდახან მეჩვენება, რომ აქაურობას ზედმეტადაც კი შევეჩვიე.
მქონდა მუსიკალური გადაცემა fუტურამა, სადაც მსმენელი მიცნობდა ქეთრინის სახელით. (მამაჩემმა მაინც ვერაფრით გაიგო რა საჭირო იყო ეს 2 სახელი, ერჩივნა ესოდენ საამაყო გვარი ჩვენი ხშირად გაეგო რადიოში :) ) რადიოში მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი ახალი შემსრულებელი და ჯგუფი აღმოვაჩინე, თვითონაც კი დავიწყე სიმღერა. შემეცვალა მუსიკალური გემოვნება და ამასობაში ცოტ-ცოტა მეც შევიცვალე. რადიოს დამსახურებაა, რომ გამხმოვანებლად ჩამოვყალიბდი და ეს საქმე დღეს უკვე ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

რა და როგორ იყო მანამდე... მანამდე იყო არაერთი გამწარებული წელი სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის გამო. თუმცა იყო ძალიან ძვირფასი დროც, როცა კლასიკას ვუკრავდი და სისტემატიურად მქონდა კონცერტები, როცა აშკარად ვგრძნობდი, რა ფასეულ ხელოვნებასთან მქონდა უშუალო შეხება. ათწლედიც დავამთავრე, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი, და მაინც , რამდენადაც მოულოდნელი არ იყოს თქვენთვის ახლა ამას წაკითხვა, დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მეც არ ვიცი ეს როგორ, ან რატომ მოხდა, მაგრამ მოხდა... მოხდა ასევე ისიც, რომ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა წამყვანად, ვითამაშე კინოშიც. მოკლედ ბევრი რამე იყო მანამდე...ძალიან რომ არ გადაგტვირთოთ ბიოგრაფიული ცნობებით, ჯობს უფრო მსუბუქ თემებზეც შევჩერდეთ. მაგალითად იმაზე, რომ მეზიზღება მაღვიძარა, ქართული კლუბები, სადაც სულ ერთი რიტმია და ვერ გაიგებ როდის მთავრდება ან იწყება ესა თუ ის ტრეკი, არ მიყვარს ბანკები, სესხები - ასეთი რამეების არაფერი გამეგება და სიმართლე გითხრათ, არც მინდა გამეგებოდეს. სამაგიეროდ მიყვარს და მსიამოვნებს ხელოვანი, ნიჭიერი, ჩემი საყვარელი, იუმორით სავსე ადამიანები. განვიცდი, რომ ამ ბოლო დროს ბევრს ვერ ვკითხულობ და ამჟამად გამოსავლის ძიებაში ვარ, ვგიჟდები ფეხსაცმელებზე, ლამაზ აქსესურებზე, ფერებზე, კარგ ინტერიერზე, და რა თქმა უნდა მუსიკაზე, სხვანაირად არც წარმომიდგენია.

ის რასაც ვუსმენ ხშირად: Portisead, Coldplay, Massive attack, Groove armada, Radiohead, The Eels, Norah Jones, Jack Johnson, Tori Amos, Beatles, John Martin, Jeff Buckley, Depeche mode, MGMT, Fiona apple, Rachel Yamagata, Stacey Kent, Feist.P
"songwriting was like sex to me, I didn't like to do it in front of other people" – Paul McCartney.ასე რომ ცოტას მეც დავიტოვებ ჩემთვის, ისედაც შევყევი წერას. დიდი მადლობა, რომ ესტუმრეთ ჩვენს გვერდს.

საყვარელი შემსრულებელი

MGMT
Time To Pretend
Cumberland London
მუსიკა / ოქროს ჰიტები: საუკეთესო 60-ანებიდან, საუკეთესო 70-ანებიდან, საუკეთესო 80-ანებიდან, საუკეთესო 90-ანებიდან, ფლეილისტი განწყობისთვის
გადაცემები: არტ fm, წარმატების ფორმულა, სტილი, პოპულარულები და ცნობილები, ბიზნეს ნიუსი, მაღალი მსოფლიო.
ახლა ეთერშია:
გვიპოვე:
Facebook Twitter Vimeo Google+