listen radio liveოქროს სტანდარტი FM-ზე
Cream
Sunshine of your love

კომპანია "რადიო საქართველო" ყველგან სადაც საქართველოა

კომპანია "რადიო საქართველო" - უმსხვილესი რადიოსამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ოთხ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ და საინფორმაციო რადიოსადგურს ფლობს:

"ფორტუნა", "ფორტუნა პლიუსი", "არ დაიდარდო" და "ავტორადიო"

"რადიო საქართველოს" მუსიკალური სადგურები რადიობაზრის 75%-ს იკავებენ და შემდეგი კრიტერიუმებით გამოირჩევიან: ყველაზე მაღალი რეიტინგები, რომელსაც ცნობილი და აღიარებული სოციოლოგიური კვლევის ცენტრები რეგულარული მონიტორინგის შედეგად აქვეყნებენ; აუდიტორიის ყველაზე ფართო სპექტრი: ოთხი განსხვავებული ფორმატის რადიომ, განსხვავებული სამიზნე აუდიტორიით, მსმენელის ყველაზე მრავალფეროვანი კატეგორია მოიზიდა; საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა სატელიტური კავშირის საშუალებით; საავტორო პროგრამების მრავალფეროვნება, რომლებიც მსმენელთა ინტერესს იმსახურებენ და ლოიალური აუდიტორიის მოკრების საშუალებას იძლევიან; პროფესიული Production Studio, რომელიც მაღალპროფესიული სარეკლამო რგოლების დამზადების საშუალებას იძლევა.

რადიო ფორტუნა, 106'9

რადიოსადგურის ფორმატი მოიცავს უცხოურ და სამამულო ჰიტებს 60-იანი წლებიდან დღემდე, ასევე მსოფლიო კლასიკის შედევრებს. თითოეულ მუსიკალურ ნაწარმოებს აქვს ტესტირების შედეგად განსაზღვრული მაღალი რეიტინგი და მსმენელისთვის კარგად ნაცნობია. გარდა ამისა, ყოველი საათის ბოლოს გადის საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ეყრდნობა როგორც ჩვენი კორესპონდენტების, ისე იმ საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის სანდოობაც მაღალია; ამას ემატება ამინდის პროგნოზი, გასართობი, სპორტული ინფორმაციები და მოკლე ამბები ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან. საუკეთესო მუსიკა და უკანასკნელი ცნობები არის არამარტო სარეკლამო ლოზუნგი, არამედ მთლიანად რადიო "ფორტუნას" პროგრამული პოლიტიკის არსი. რადიოსადგურის მსმენელები არიან აქტიური, საქმიანი ასაკის, განათლებული ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად მომართული აქვთ რადიოსიხშირე FM106.9, რადგან ისინი თანამედროვე, აქტიურ და მაღალი ხარისხის დამკვეთ აუდიტორიას წარმოადგენენ. სწორედ ამ სიხშირეზე პოულობენ ისინი ყოველდღიური საქმიანობისთვის სასიამოვნო ფონის შემქმნელ პროგრამებს. ამგვარად შეგვიძლია აღვწეროთ მუსიკალური ფორმატის სახე, რომელსაც საერთაშორისო კლასიფიკაციით SOFT AC ეწოდება. რადიო "ფორტუნას" იმიჯის შენარჩუნებას განსაზღვრავენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტაბილურობა, ინტელიგენტურობა, თავაზიანობა, კეთილგანწყობა და პატივისცემა. რადიო ფორტუნას წამყვანები გამოირჩევიან ეთერის წაყვანის ინტელექტუალური და თავაზიანი სტილით, გამართული მეტყველებით. აუდიტორია, რომელზეც არის ძირითადად გათვლილი რადიო "ფორტუნას" მაუწყებლობა - არის ქვეყნის მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილი, რომელთა ასაკი 25 წლიდან იწყება, მათი შემოსავალი კი საშუალოზე მაღალია. სწორედ მსმენელების ეს ჯგუფი წარმოადგენს იდეალურ "სამიზნეს" სარეკლამო სააგენტოებისთვის, რადგან ფინანსურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი მსმენელების სწორედ ეს კატეგორიაა რეკლამირებული პროდუქციის ხშირი მყიდველი და მომხმარებელი. ისინი არიან ენერგიული ადამიანები, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს ყველა მიმდინარე მოვლენას და ავლენენ ინტერესს ყველა სიახლის მიმართ. მიზნობრივი აუდიტორია: მამაკაცები - 40%; ქალები - 60%; 25+ დაფარვის ზონა: საქართველო

"ფორტუნა პლიუსი" 103'4

"ფორტუნა პლიუსი" – ეს არის თავისებური სინთეზი EHR და Dance ფორმატებისა, რაც იწვევს რადიოსადგურის განსაკუთრებულ პოპულარობას ახალგაზრდებს და საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც უპირატესობას თანამედროვე მუსიკას და საცეკვაო რიტმს ანიჭებს. რადიოსადგურის მუსიკალური ფორმატი და სტრატეგია მსმენელს საშუალებას აძლევს თვალყური მიადევნოს მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს მოვლენებს და იცნობდეს მუსიკალური ბაზრის ყველა სიახლეს. მეტნაკლებად პოპულარული მუსიკის გამოსავლენად რადიოსადგური იყენებს ევროპის ქვეყნების ე.წ. მუსიკალურ ჩატებს გადაცემაში "“EURO TOP 20”". უახლესი მუსიკის რეპერტუარის ფონზე რადიოსადგურზე ტარდება მრავალი კონკურსი და ვიქტორინა, ეს კი "ფორტუნა პლიუსის" მსმენელს მუდუნების საშუალებას არ აძლევს. რადიო "ფორტუნა პლიუსის" მსმენელები არიან ახალგაზრდები, აქვთ ცხოვრების აქტიური წესი, პროგრესული აზროვნება, ცხოვრების პოზიტიური ხედვა და მუდმივად მიისრაფიან წარმატებისკენ. ამ აუდიტორიას ასევე ხიბლავს თავისუფალი დროის მხიარულად გატარება მეგობრების კომპანიაში და ცეკვა თანამედროვე რიტმებზე. რადიოსადგურის დევიზი – "რითმი, ენერგია და განწყობილება". მიზნობრივი აუდიტორია: მამაკაცები - 46%; ქალები - 54%; 18-40 წელი. დაფარვის ზონა: საქართველო

"რადიო არ დაიდარდო", 96'7

რადიოსადგურის ფორმატი – თანამედროვე პოპულარული ქართული ესტრადა და საუკეთესო რეტრო-ჰიტები. "არ დაიდარდო" ემყარება ქართული კულტურის მთავარ ფასეულობებს, ტრადიციებს, ითვალისწინებს ეროვნული ხასიათის თავისებურებებს. საღამოს 6 საათის შემდეგ, აქ ისმის მუსიკა მათთვის, ვისაც უყვარს ქართული ქალაქური და სუფრული მელოდიები. საკმაოდ დიდი აუდიტორია და მაღალი რეიტინგი მიუთითებს, რომ ეს ჟანრი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან ახლობელია, ამიტომ სარეკლამო სამსახურები რადიორეკლამის "არ დაიდარდო"-ზე განთავსებას ანიჭებენ უპირატესობას. "არ დაიდარდომ" საკმაოდ მოკლე პერიოდში დამაჯერებლად გაიმყარა პოზიციები პირველ სამეულში რადიოსადგურებს შორის რამდენიმე განსხვავებული მაჩვენებლით - 18 წლამდე და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში კი "არ დაიდარდო" პირველ ადგილს იკავებს. სამუშაო პრაქტიკა ადასტურებს, რომ აღნიშნული ფორმატის მიმართ ინტერესი არ იკლებს საზოგადოების არცერთ ფენაში. "არ დაიდარდო" ჟღერს ყველგან: ავტომობილებში, ოფისებში, მაღაზიებში. ადამიანები სიამოვნებით ისმენენ ამ სიმღერებს ყოველთვის, როცა დასვენების საშუალება ეძლევათ: აგარაკზე, ბუნებაში თუ საღამოს წვეულებაზე. მიზნობრივი აუდიტორია: მამაკაცები 50%; ქალები 50%; 18+ წელი დაფარვის ზონა: საქართველო

"ავტო რადიო", 96'7 | თბილისი

"ავტორადიოს" ფორმატის შექმნაში გამოიყენება მსგავსი ჟღერადობის რამდენიმე სასიმღერო ჟანრი: რუსული, ფრანგული და ქართული საავტორო (ბარდი) სიმღერები, ტრადიციული და თანამედროვე ქალაქური რომანსები, რუსული და უცხოური პოპ და როკ-მუსიკა, სიმღერები საყვარელი კინოფილმებიდან, ასევე რჩეული ლათინური მუსიკა. მუსიკა ზავდება როგორც ტრადიციული პროგრამებით, ასევე უახლესი ოპერატიული ინფორმაციით იმის შესახებ, რა ვითარებაა ქალაქის გზებზე, სასარგებლო რჩევებით ავტომფლობელებისათვის, გასართობი და დინამიური საეთერო თამაშებით. "ავტორადიო" თანამშრომლობს საგზაო დეპარტამენტთან, საპატრულო სამსახურთან და მსხვილ საინფორმაციო სააგენტოებთან, რომლებიც რადიოსადგურს ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფენ. "ავტორადიოს" ფორმატი ორიენტირებულია იმაზე, რაც დღესდღეობით პრაქტიკულად არცერთ სხვა რადიოსადგურზე არ ისმის და რაც გამოკითხვის შედეგებით, ძალიან სურს მოისმინოს თანამედროვე აუდიტორიის უმრავლესობამ. "ავტორადიო" არ იმეორებს სხვა რადიოსადგურების მუსიკალურ ფორმატს, რის გამოც "ავტორადიო" არ კვეთს კომპანია "რადიო საქართველოს" დანარჩენი სადგურების მუსიკალურ ინტერესებს, პირიქით – "ავტორადიოს" სწორედ ამ ფორმატის საშუალებით დინამიურად ვითარდება დანარჩენი სადგურების პარალელურად იმ ნიშით, რომელიც აქამდე ათვისებული არ იყო. მიზნობრივი აუდიტორია: მამაკაცები 60%; ქალები 40%; 25+ დაფარვის ზონა: საქართველო
Non Blondes
Whats Up
Air / Talkie Walkie
Biological
QUEEN
Mama
David Bowie
Art Decade
მუისკა, ოქროს ჰიტებისაუკეთესო60 - იანებიდან70 - იანებიდან80 - იანებიდან90 - იანებიდან70 - იანებიდან80 - იანებიდან
გადაცემებისტილიარტ FMTOP GOLDweekend showვაკანსია
გვიპოვეFacebookVimeo
ჩვენ შესახებკოტაქტისაიტის რუკაშესაბამისობის დეკლარაცია